ონლაინ მოსაწვევი

მოსაწვევი ბარათი ონლაინ, საკუთარი ვებგვერდით: სახელობითი კონვერტი, დასწრების დადასტურება, ფოტო გალერეა, მუსიკა და მილოცვების წიგნი. ქორწილისთვის და ნათლობისთვის.

იხილეთ ანას და გიორგის ონლაინ მოსაწვევი

ონლაინ მოსაწვევი მოსაწვევი ბარათია საკუთარი ვებგვერდით: ერთი ბმული ან QR კოდი, რომელსაც სტუმარი ხსნის და ხედავს კონვერტს თავისი სახელით, თარიღს, ჯვრისწერისა და ბანკეტის ადგილს რუკით, განრიგს, თქვენს ისტორიას და ფოტოებს, და იქვე ადასტურებს დასწრებას. მოსაწვევი ბარათის გაკეთება ონლაინ რამდენიმე წუთს იღებს, დაბეჭდვა არ სჭირდება, და ცვლილება გამოქვეყნების შემდეგაც შეიძლება.

რას მოიცავს?

  • სახელობითი კონვერტი — თითო სტუმარს საკუთარი ბმული აქვს: კონვერტზე მისი სახელი აწერია, სურვილისამებრ „ოჯახით“ წარწერა და მაგიდის ნომერიც. თქვენ ხედავთ, რომელი მოსაწვევი გაიხსნა.

  • დასწრების დადასტურება (RSVP) — სტუმარი მოსაწვევიდანვე ადასტურებს მოსვლას, უთითებს თანმხლებთა რაოდენობას და შენიშვნას; პასუხი პირდაპირ თქვენს სტუმრების სიაში ჩნდება. ბოლო ვადასაც თავად უწესებთ.

  • დიზაინები — უფასო და პრემიუმ დიზაინები, თითოეულს საკუთარი კონვერტი ან შესვლის ცერემონია ახლავს. ფერებს, შრიფტებს და სექციებს თქვენ ირჩევთ, ქართული შრიფტების ჩათვლით.

  • მოსაწვევის ტექსტი — მისალმება, მოწვევის ტექსტი და კონვერტის წარწერები წინასწარ შევსებულია და თქვენ ასწორებთ, როგორც გსურთ.

  • სექციები — მთავარი ეკრანი ქორწილამდე უკუთვლით, თქვენი ისტორია, ფოტო გალერეა, განრიგი რუკით, დრესკოდი, მილოცვების წიგნი და სტუმრების მომენტები; ნათლობისთვის ნათლიების სექცია. ყველა სექციის ჩართვა, გამორთვა და გადალაგება შესაძლებელია.

  • მუსიკა — მელოდია Wedy-ს ბიბლიოთეკიდან ან თქვენი საკუთარი სიმღერის ნაწყვეტი, რომელიც კონვერტის გახსნისას იწყება.

  • ენა — მოსაწვევი ქართულად, ინგლისურად ან რუსულად, კონვერტის წარწერების ჩათვლით.

  • QR კოდი — გამოქვეყნებისას ავტომატურად გენერირდება; ჩამოტვირთეთ და დაბეჭდილ ბარათებზე დაიტანეთ, სკანირებები ანალიტიკაში აღირიცხება.

  • პაროლით დაცვა — სურვილის შემთხვევაში მოსაწვევს მხოლოდ ის გახსნის, ვინც პაროლი იცის.

  • მილოცვების წიგნი — სტუმრები მოსაწვევზევე ტოვებენ მილოცვებს; ავტომატურ გამოქვეყნებას ან ხელით მოდერაციას თქვენ ირჩევთ.

  • ანალიტიკა — ნახვები, დასწრების პასუხები, მილოცვები, QR სკანირებები და სახელობითი მოსაწვევების გახსნები ერთ გვერდზე.

როგორ მუშაობს?

  1. აირჩიეთ დიზაინი და მოარგეთ ფერები, შრიფტები და სექციები

  2. ატვირთეთ მთავარი ფოტო და გალერეა, შეავსეთ თქვენი ისტორია და მოსაწვევის ტექსტი

  3. დაამატეთ ჯვრისწერისა და ბანკეტის დრო და ადგილი რუკით

  4. გამოაქვეყნეთ და გაუზიარეთ სტუმრებს ბმულით ან QR კოდით, სახელობითი ბმულები კი სტუმრების სიიდან გაუგზავნეთ

  5. მიიღეთ დასწრების პასუხები და თვალყური ადევნეთ სტატისტიკას

მოსაწვევის ტექსტის ნიმუში

ონლაინ მოსაწვევზე ტექსტი წინასწარ შევსებულია და თავისუფლად იცვლება. ერთი კლასიკური ვარიანტი:

ძვირფასო [სახელი], გეპატიჟებით ჩვენი ქორწილის დღესასწაულზე.
ჯვრისწერა: [ეკლესია], [დრო]
ბანკეტი: [დარბაზი], [დრო]
გთხოვთ, დაგვიდასტუროთ დასწრება [თარიღამდე].

რა არის უფასო და რა შედის პაკეტში?

ზოგადი მოსაწვევის შექმნა და გამოქვეყნება უფასოა. სახელობითი კონვერტი, დასწრების დადასტურება, პრემიუმ დიზაინები, მუსიკა, ენები, პაროლი, ანალიტიკა და სტუმრების მომენტები ერთჯერად პაკეტში იხსნება. შედარება და ფასი ფასების გვერდზეა.

ნათლობის მოსაწვევი

იგივე ინსტრუმენტი ნათლობისთვისაც მუშაობს: ცალკე პროფილი, ნათლიების სექცია და ნათლობისთვის შექმნილი დიზაინები. ღონისძიების ტიპს რეგისტრაციისას ირჩევთ.

რატომ Wedy?

სახელობითი კონვერტი და დასწრების დადასტურება

სტუმარი ბმულს ხსნის, კონვერტზე თავის სახელს ხედავს და იქვე ადასტურებს მოსვლას. პასუხი პირდაპირ თქვენს სტუმრების სიაში ჩნდება.

უფასო და პრემიუმ დიზაინები

თითოეულ დიზაინს საკუთარი კონვერტი ან შესვლის ცერემონია ახლავს. ფერებს, შრიფტებს და სექციებს თქვენ ირჩევთ, ცვლილება პრევიუში მაშინვე ჩანს.

ყველა დეტალი ერთ ბმულში

თარიღი, ჯვრისწერისა და ბანკეტის ადგილი რუკით, განრიგი, ისტორია, ფოტოები, დრესკოდი და მილოცვების წიგნი. სტუმარს არაფრის დაყენება არ სჭირდება.

ხედავთ, რა ხდება

ნახვები, დასწრების პასუხები, მილოცვები და რომელი სახელობითი მოსაწვევი გაიხსნა, ერთ ანალიტიკის გვერდზე.

როგორ გამოიყენება?

მოსაწვევის შექმნა ნულიდან

აირჩიეთ დიზაინი, მოარგეთ ფერები, ატვირთეთ მთავარი ფოტო, შეავსეთ „ჩვენი ისტორია“ და დაამატეთ გალერეის ფოტოები. რამდენიმე წუთში მზა მოსაწვევი გექნებათ.

მოსაწვევის გაგზავნა სტუმრებთან

გამოაქვეყნეთ, დააკოპირეთ ბმული და გაუგზავნეთ ნებისმიერი მესენჯერით, ან ჩამოტვირთეთ QR კოდი და დაბეჭდეთ ბარათებზე. სახელობითი ბმულები სტუმრების სიაში თითო სტუმართან ჩანს.

დასწრების დადასტურება (RSVP)

ჩართეთ დადასტურება და სტუმრები პირდაპირ მოსაწვევიდან დაადასტურებენ მოსვლას. პასუხები ავტომატურად აისახება თქვენს სტუმრების სიაში და მაგიდის გეგმაში.

მილოცვების შეგროვება

ჩართეთ მილოცვების წიგნის სექცია და სტუმრები დატოვებენ შეტყობინებებს. ავტომატურ რეჟიმში მესიჯები მაშინვე გამოჩნდება, ხელით მოდერაციის რეჟიმში კი ჯერ თქვენ დაამტკიცებთ.

ნათლობის მოსაწვევი

შექმენით ნათლობის პროფილი, აირჩიეთ ნათლობისთვის შექმნილი დიზაინი, დაამატეთ ნათლიები და ცერემონიის დეტალები. მოსაწვევი იმავე პრინციპით იგზავნება და დასწრებაც იმავე გზით დასტურდება.

ხშირად დასმული კითხვები

დარეგისტრირდით Wedy.ge-ზე, აირჩიეთ დიზაინი, დაამატეთ თქვენი ფოტოები და ქორწილის დეტალები, მოსაწვევი რამდენიმე წუთში მზად იქნება. გააზიარეთ ერთი ბმულით ან QR კოდით.

ზოგადი მოსაწვევის შექმნა და გამოქვეყნება უფასოა. სახელობითი კონვერტი, დასწრების დადასტურება და პრემიუმ დიზაინები ერთჯერად პაკეტში იხსნება, ფასი და შედარება ფასების გვერდზეა.

დაამატეთ სტუმრები სიაში და თითო სტუმარს საკუთარი ბმული გაუჩნდება. სტუმარი რომ გახსნის, კონვერტზე მისი სახელი ეწერება, სურვილისამებრ „ოჯახით“ და მაგიდის ნომერიც, და დასწრებასაც იქვე დაადასტურებს. თქვენ ხედავთ, რომელი ბმული გაიხსნა.

რამდენიმე წუთში. აირჩიეთ დიზაინი, ატვირთეთ ფოტოები და შეავსეთ ინფორმაცია, მოსაწვევი მზად იქნება გასაზიარებლად.

მთავარი ეკრანი ქორწილამდე უკუთვლით, თქვენი ისტორია, ფოტო გალერეა, განრიგი რუკით, დასწრების დადასტურება, დრესკოდი, მილოცვების წიგნი და სტუმრების მომენტები; ნათლობისთვის ნათლიების სექცია. ყველა სექციის ჩართვა და თანმიმდევრობის შეცვლა შესაძლებელია.

დიახ. თითო დიზაინს მზა პალიტრა და შრიფტების წყვილი ახლავს, მაგრამ ფერებს ინდივიდუალურადაც მიუთითებთ და შრიფტებს, ქართული BPG შრიფტების ჩათვლით, თავად ირჩევთ.

გამოქვეყნებისას ავტომატურად გენერირდება. შეგიძლიათ ფერის შერჩევა, ჩამოტვირთვა და დაბეჭდილ მოსაწვევებზე დატანა. QR სკანირებები ანალიტიკაში აღირიცხება.

დიახ. მიუთითეთ პაროლი და მოსაწვევს მხოლოდ ის ნახავს, ვინც პაროლი იცის. პაროლი ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ჩართოთ ან გამორთოთ; ეს პაკეტის ნაწილია.

არა. სტუმრები მოსაწვევს ჩვეულებრივ ბრაუზერში გახსნიან, ბმულით ან QR კოდით.

დიახ. აირჩიეთ მელოდია Wedy-ს ბიბლიოთეკიდან ან ატვირთეთ საკუთარი სიმღერის ნაწყვეტი. მუსიკა კონვერტის გახსნისას იწყება და სტუმარს ნებისმიერ დროს შეუძლია გათიშოს.

დიახ. შექმენით ნათლობის პროფილი, აირჩიეთ ნათლობისთვის შექმნილი დიზაინი და დაამატეთ ნათლიები. მოსაწვევი იმავე გზით იგზავნება და დასწრებაც იმავე გზით დასტურდება.

დიახ. მისალმება, მოწვევის ტექსტი, კონვერტის წარწერები და ყველა სექციის სათაური წინასწარ შევსებულია და თავისუფლად იცვლება, ქართულად, ინგლისურად ან რუსულად.

მზად ხართ დასაწყებად?

ონლაინ მოსაწვევი ქორწილისთვის — მოსაწვევი ბარათი საკუთარი ვებგვერდით | Wedy.ge