მომსახურების პირობები
ბოლო განახლება: 2026 წლის ოქტომბერი
1. შესავალი
მოგესალმებით Wedy.ge-ზე! წინამდებარე მომსახურების პირობები (შემდგომში "პირობები") არეგულირებს თქვენს წვდომას და გამოყენებას Wedy.ge პლატფორმაზე (შემდგომში "სერვისი", "პლატფორმა"), რომელსაც მართავს შპს „პროდაქტ სტუდიო“ (შემდგომში "ჩვენ").
სერვისით სარგებლობით თქვენ ეთანხმებით წინამდებარე პირობებს. თუ არ ეთანხმებით რომელიმე პირობას, გთხოვთ, არ გამოიყენოთ ჩვენი სერვისი.
2. სერვისის აღწერა
Wedy.ge არის ქორწილის, ნათლობის, დაბადების დღისა და სხვა საზეიმო ღონისძიებების დაგეგმვის ონლაინ პლატფორმა, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს:
- დაგეგმვის ინსტრუმენტებს
- ბიუჯეტის მართვის სისტემას
- სტუმრების სიის მართვას და RSVP სისტემას
- მრავალფუნქციური ონლაინ მოსაწვევის შექმნას, რომლითაც სტუმრებს ეპატიჟებით, მათ პასუხებს აგროვებთ და ღონისძიების მოგონებებს ინახავთ
- მომსახურების მიმწოდებლების კატალოგს
- სხვა დაკავშირებულ ფუნქციონალს
ძირითადი ნაწილი უფასოა, დამატებითი ფუნქციები ფასიან Premium პაკეტშია.
3. რეგისტრაცია და ანგარიში
სერვისით სარგებლობისთვის საჭიროა რეგისტრაცია. რეგისტრაციისას თქვენ:
- უნდა მიუთითოთ ზუსტი და სრული ინფორმაცია
- ხართ პასუხისმგებელი თქვენი ანგარიშის უსაფრთხოებაზე
- არ უნდა გაუზიაროთ თქვენი პაროლი მესამე პირებს
- უნდა დაუყოვნებლივ შეგვატყობინოთ ნებისმიერი არასანქცირებული წვდომის შესახებ
- უნდა იყოთ სულ მცირე 18 წლის ან მეტი
4. მომხმარებლის ტიპები
4.1 საზეიმო ღონისძიების მასპინძლები
ფიზიკური პირები, რომლებიც გეგმავენ ქორწილს, ნათლობას, დაბადების დღეს ან სხვა საზეიმო ღონისძიებას. ძირითადი ფუნქციონალი უფასოა, Premium ფასიანია (მე-8 პუნქტი).
4.2 მომსახურების მიმწოდებლები (Vendors)
ფიზიკური ან იურიდიული პირები, რომლებიც სთავაზობენ საზეიმო ღონისძიებებთან დაკავშირებულ მომსახურებას. მომსახურების მიმწოდებლებისთვის შეიძლება მოქმედებდეს ფასიანი გეგმები.
5. გამოყენების წესები
სერვისის გამოყენებისას თქვენ თანხმდებით, რომ არ:
- დაარღვევთ საქართველოს კანონმდებლობას ან მესამე პირთა უფლებებს
- გაავრცელებთ ცრუ, შეცდომაში შემყვან ან მავნე ინფორმაციას
- გამოიყენებთ სერვისს სპამის ან არასასურველი შეტყობინებების გასაგზავნად
- შეეცდებით სერვისის უსაფრთხოების სისტემების გვერდის ავლას
- გამოიყენებთ ავტომატიზებულ სისტემებს სერვისზე წვდომისთვის
- გაავრცელებთ ვირუსებს ან მავნე კოდს
- შეეცდებით სხვა მომხმარებლების მონაცემების მოპოვებას
6. ინტელექტუალური საკუთრება
პლატფორმა, მისი დიზაინი, ლოგო, კოდი და კონტენტი (გარდა მომხმარებლის მიერ ატვირთული მასალისა) წარმოადგენს კომპანიის ინტელექტუალურ საკუთრებას და დაცულია საავტორო უფლებებით.
თქვენ ინარჩუნებთ უფლებებს თქვენს მიერ ატვირთულ კონტენტზე, მაგრამ გვანიჭებთ არაექსკლუზიურ ლიცენზიას მის გამოყენებაზე სერვისის ფუნქციონირებისთვის. ატვირთეთ მხოლოდ ის ფოტო, ვიდეო და მუსიკა, რომლის გამოყენების უფლებაც გაქვთ.
7. კონფიდენციალურობა
თქვენი პერსონალური მონაცემების დაცვა ჩვენთვის პრიორიტეტულია. მონაცემების შეგროვება, დამუშავება და გამოყენება რეგულირდება ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკით, რომელიც წარმოადგენს წინამდებარე პირობების განუყოფელ ნაწილს.
8. გადახდა და თანხის დაბრუნება
- Premium ფასიანი პაკეტია და ერთ ღონისძიებას ეხება. გადახდა ერთჯერადია, გამოწერა არ არის. ფასები ლარშია და ჩანს ფასების გვერდზე და გადახდამდე.
- გადახდა ხდება დაცულ გადახდის გვერდზე, საბანკო ბარათით ან იქ ხელმისაწვდომი სხვა მეთოდით (მაგ. Apple Pay, Google Pay). ბარათის მონაცემებს ჩვენ ვერ ვხედავთ და არ ვინახავთ.
- Premium ციფრული მომსახურებაა: გადახდისთანავე ირთვება თქვენს ანგარიშზე და ელფოსტაზე მოგივათ შეტყობინება.
- გადახდისას ითხოვთ Premium-ის მყისიერ ჩართვას და ადასტურებთ, რომ ამის შემდეგ ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლება აღარ გაქვთ. ამიტომ გადახდილი თანხა არ ბრუნდება, გარდა სამი შემთხვევისა: ჩვენი ტექნიკური ხარვეზი, რომელსაც გონივრულ ვადაში ვერ გამოვასწორებთ; ორმაგი ან შეცდომით გადახდა; და შეძენიდან 14 დღეში, თუ მოსაწვევი არ გაგიგზავნიათ და არცერთ სტუმარს არ უნახავს. დეტალები: თანხის დაბრუნება.
- ჩვენ ვიტოვებთ ფასების ცვლილების უფლებას წინასწარი შეტყობინებით. ცვლილება უკვე გადახდილ Premium-ზე არ ვრცელდება.
9. პასუხისმგებლობის შეზღუდვა
სერვისი მოწოდებულია "როგორც არის" პრინციპით. Wedy.ge არ იძლევა გარანტიას სერვისის უწყვეტ ან უშეცდომო ფუნქციონირებაზე.
Wedy.ge არ არის პასუხისმგებელი:
- მომსახურების მიმწოდებლებსა და მომხმარებლებს შორის წარმოშობილ დავებზე
- მომხმარებლის მიერ მითითებული ინფორმაციის სიზუსტეზე
- AI ასისტენტის პასუხების სიზუსტეზე
- არაპირდაპირ, შემთხვევით ან თანმდევ ზარალზე
- ფორს-მაჟორულ გარემოებებზე
10. სერვისის შეჩერება და შეწყვეტა
ჩვენ ვიტოვებთ უფლებას:
- შევაჩეროთ ან შევწყვიტოთ თქვენი ანგარიში პირობების დარღვევის შემთხვევაში
- შევიტანოთ ცვლილებები სერვისში წინასწარი შეტყობინებით
- შევწყვიტოთ სერვისი 30 დღიანი წინასწარი შეტყობინებით
თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს წაშალოთ თქვენი ანგარიში პარამეტრების განყოფილებიდან.
11. ცვლილებები პირობებში
ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, შევიტანოთ ცვლილებები წინამდებარე პირობებში. არსებითი ცვლილებების შემთხვევაში მომხმარებლებს ეცნობებათ ელექტრონული ფოსტით ან პლატფორმაზე შეტყობინებით.
ცვლილებების შემდეგ სერვისის გამოყენების გაგრძელება ნიშნავს ახალი პირობების მიღებას.
12. მოქმედი კანონმდებლობა
წინამდებარე პირობები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით. ნებისმიერი დავა განიხილება საქართველოს სასამართლოში.
13. კონტაქტი და კომპანიის მონაცემები
თუ გაქვთ კითხვები წინამდებარე პირობებთან დაკავშირებით, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ:
კომპანია: შპს „პროდაქტ სტუდიო“ (Product Studio LLC)
საიდენტიფიკაციო კოდი: 445869301
მისამართი: საქართველო, ბათუმი, ლერმონტოვის ქ. 121
ტელეფონი: +995 595 22 15 90
ელ-ფოსტა: [email protected]
