თანხის დაბრუნება

ბოლო განახლება: 2026 წლის ოქტომბერი

Premium პერსონალური ციფრული მომსახურებაა და გადახდისთანავე ირთვება. გადახდისას ითხოვთ მის მყისიერ ჩართვას და ადასტურებთ, რომ ამის შემდეგ უარის თქმის უფლება აღარ გაქვთ. ამიტომ გადახდილი თანხა არ ბრუნდება.

როდის ვაბრუნებთ თანხას

  • Premium ჩვენი ტექნიკური ხარვეზის გამო არ მუშაობს და გონივრულ ვადაში ვერ გამოვასწორეთ;
  • ერთი და იგივე ღონისძიებისთვის ორჯერ ან შეცდომით გადაიხადეთ;
  • მოსაწვევი არ გაგიგზავნიათ და არცერთ სტუმარს ჯერ არ უნახავს — შეძენიდან 14 დღეში მოგვწერეთ.

როგორ მოვითხოვო

მოგვწერეთ [email protected]-ზე იმ ელფოსტიდან, რომლითაც Wedy-ში შედიხართ, და მიუთითეთ მოსაწვევის ბმული და გადახდის თარიღი. თანხა ბრუნდება იმავე ბარათზე, რომლითაც გადაიხადეთ, დადასტურებიდან 14 დღეში. ბანკს ასახვას შეიძლება რამდენიმე დღე დასჭირდეს.

თუ რამე ისე არ მუშაობს, როგორც მოელოდით, მოგვწერეთ და ერთად მოვაგვარებთ.

თანხის დაბრუნება | Wedy.ge