ერთად შევქმნათ დაუვიწყარი და ემოციებით სავსე დღე
ერთად შევქმნათ დაუვიწყარი და ემოციებით სავსე დღე
მე ვარ ქორწილების ორგანიზატორი ბათუმიდან და ახლა ვიწყებ ჩემს დამოუკიდებელ გზას ამ სფეროში. ბავშვობიდან მიზიდავდა ღონისძიებების შექმნა და იდეების რეალობად ქცევა. პროფესიული გამოცდილება მივიღე ორგანიზების კომპანიაში, რამაც ჩემი ხედვა კიდევ უფრო გაამყარა. დღეს ვქმნი ქორწილებს, სადაც სტილი, ემოცია და ინდივიდუალობა ჰარმონიულად ერთიანდება,სწორედ ეს არის ჩემთვის ყველაზე საინტერესო და საყვარელი საქმიანობა

-10% ფასდაკლება Wedy.ge-ს მომხმარებლებისთვის
გთავაზობთ სრულ სერვისს თქვენი განსაკუთრებული დღის იდეალურად დაგეგმვისა და განხორციელებისთვის. ჩემი მიზანია, თქვენი ქორწილი იყოს უნიკალური, დახვეწილი და სრულად მორგებული თქვენს სურვილებზე. მომსახურება მოიცავს: კონცეფციისა და სტილის შერჩევა ლოკაციის მოძიება და დაჯავშნა დეკორისა და დიზაინის დაგეგმვა სერვის პროვაიდერებთან (ფოტოგრაფი, ვიდეოგრაფი, მუსიკა და სხვ.) კომუნიკაცია ბიუჯეტის დაგეგმვა და კონტროლი დღის სრული კოორდინაცია აუცილებელია ვიზრუნოთ თითოეულ დეტალზე, რათა თქვენ შეძლოთ მაქსიმალურად ისიამოვნოთ თქვენი ქორწილის დღით, რაც მთავარია ყოველგვარი სტრესის გარეშე. ერთად შევქმნათ თქვენი იდეალური ქორწილი
იტვირთება...